ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ოქროს ბურთი? მინდა თავმდაბალი დავრჩე და ასე თამაში გავაგრძელო“

2026 წლის ოქროს ბურთის ფავორიტთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფება. ქართველი შემტევი თვიდან თვემდე სულ უფრო წინ მიიწევს, თუმცა მისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაივლის.

„ჩემპიონთა ლიგის ყველაზე დომინანტ მოთამაშეს, რომელიც ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, შეუძლია უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოს მოგების იმედი ჰქონდეს, თუ „პსჟ“ ამ შაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარმატებას მიაღწევს.

ამისათვის მსოფლიო ჩემპიონატი ბელგიამ, შვეიცარიამ, მექსიკამ ან თურქეთმა უნდა მოიგოს, მან კი ჩემპიონთა ლიგის ტიტული ზედიზედ მეორედ უნდა მოიპოვოს. ამ სცენარის მიხედვით, სადაც პირველი პირობის შესრულება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მეორე სრულიად შესაძლებელი - ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გახდება.

დღეისათვის ქართველი ჰიპოთეტური რეიტინგების სათავეშია, რადგან მან ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშის სტატუსი დაიმკვიდრა“.

- წერს ხვიჩას შესახებ Le Parisien-ი.

კვარა ოქროს ბურთის თაობაზე TNT Sports-ს ესაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე (ოქროს ბურთსა და ხალხის დამოკიდებულების ცვლილებაზე), ხვიჩამ უპასუხა:

„სიმართლე გითხრათ, კი, ცოტათი ვგრძნობ ამას, მაგრამ მთავარი მე არ ვარ. იცით, უბრალოდ მინდა, რომ ჩვეულებრივი (უბრალო) დავრჩე. ვთამაშობ იმიტომ, რომ ეს მიყვარს. როცა მოედანზე გავდივარ, ვცდილობ ვისიამოვნო ამ საოცარ კლუბთან, საოცარ მწვრთნელთან და მის შტაბთან ერთად. ვცდილობ, ყოველი ვარჯიშით და თამაშით სიამოვნება მივიღო.

კი, ალბათ, ამ პერიოდში ცხოვრება ცოტათი შეიცვალა, მაგრამ მინდა ისეთივე თავმდაბალი დავრჩე. უბრალოდ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და ვცდილობ, ამით ვისიამოვნო.“

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, არის თუ არა ეს მისი საუკეთესო ფორმა კარიერაში, მან უპასუხა:

„კი, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი ასპარეზობა ჩემთვის მანამდე არ ყოფილა. მაგრამ, მინდა, რომ ასეც გავაგრძელო. ვიცი, ახლა რა საოცარი გრძნობაა ეს და მინდა, ეს რაც შეიძლება ხშირად განვიცადო. ამიტომ, ვეცდები, ყოველთვის ასე გავაკეთო (ვითამაშო).“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი პსჟ-სა და „არსენალს“ შორის, შაბათს, (20:00-ზე) ბუდაპეშტში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები