ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„მისი მარადონასთან შედარება ღიმილს მგვრის“ | დე ლაურენტისმა კვარაზე ისაუბრა

Le Parisien-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა და ნეაპოლში მის მიერ გავლილ გზაზე დაწერა. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს კომენტარიც სთხოვა და „პარტენოპეის“ პირველმა პირმა „კვარაზე“ ისაუბრა.

„ნეაპოლში გატარებულ ერთ წელიწადში კვარა ვარსკვლავად იქცა, თუმცა არ სურდა, პატივი ეცა საკუთარი საკონტრაქტო ვალდებულებებისთვის, რაც მისი აგენტებისა და ოჯახის მხრიდან არასწორად იყო მართული. მარადონასთან მისი შედარება ღიმილს მგვრის. მარადონა შეუდარებელი, უნიკალური და შეუცვლელია. როგორც პიროვნება, ის საოცარი ადამიანი იყო და „ნაპოლი“ და ნეაპოლი სიგიჟემდე უყვარდა. ის მილიონკარატიანი მარგალიტი გახლდათ.

ეჭვი მეპარება, პარიზში ისეთი სიყვარული იყოს, როგორი სათუთიც ნეაპოლისნაირ ქალაქშია. ნეაპოლი 2500 წლის წინ დაარსდა და მაშინ პარტენოპე ერქვა, რაც ძველ ბერძნულად სირინოზს ნიშნავს. და საბოლოოდ, კვარა ოდისევსივით მოიქცა — ყურები ცვილით ამოივსო, რათა ნეაპოლელი სირინოზების სიმღერას არ მოეჯადოებინა და ჩვენი შეთავაზებები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე არ გაეგონა“.

ჰომეროსის ეპიკურ პოემა „ოდისეაში“, როდესაც ოდისევსის ხომალდი სირინოზების კუნძულს მიუახლოვდა, ჯადოქარმა კირკემ ოდისევსი სირინოზების საშიშროების შესახებ გააფრთხილა და ურჩია, ყურები ცვილით ამოევსოთ, რათა მათი ხმა არ გაეგოთ. ოდისევსმა თავისი ეკიპაჟის წევრებს ყურები ცვილით ამოუვსო, რათა მათ სირინოზების სიმღერა არ გაეგონათ, თვითონ კი ანძაზე მიაბმევინა თავი, რათა მათი სიმღერა მოესმინა, მაგრამ ხომალდის დატოვების საშუალება არ ჰქონოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფინალში განსხვავების შექმნა შეუძლია“ | პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ფინალში განსხვავების შექმნა შეუძლია“ | პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა