ხვიჩა კვარაცხელია, ანდრეა პირლო
Aa
Aa

„ფინალში განსხვავების შექმნა შეუძლია“ | პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

ანდრეა პირლომ La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. იტალიელ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს და პირლომ ჩემპიონთა ლიგის მოახლებულ ფინალზე ისაუბრა.

შეკითხვა: „სერია A-ში ვარსკვლავები თამაშობენ, მაგრამ იტალიაში არ რჩებიან. მაგალითად, კვარა, რომელიც ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, სადაც ახლა ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას უმიზნებს. მისი შენარჩუნება შეუძლებელი იყო?“

„დღეს ამის გაფიქრებაც შეუძლებელია. სწორია, რომ კვარა იმ თანხას გამოიმუშავებს, რასაც უხდიან და გამართლებულია ის თანხაც, რაც პარი სენ-ჟერმენს მისი ტრანსფერი დაუჯდა. სხვა კლუბებს უფრო მეტი შანსი და ფინანსები აქვთ, რომ კონკრეტული ფეხბურთელები გაიფორმონ და ისინი განავითარონ. ჩვენი კლუბები არ არიან იმ დონეზე, რომელზეც სხვა ჩემპიონატის წარმომადგენლებთან კონკურენციის გაწევა შეუძლიათ.“

შეკითხვა: „ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პარი სენ-ჟერმენის რიგებში განსხვავებას ვინ შექმნის?“

„მჯერა, ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც გარდატეხის შეტანა შეუძლია, განსაკუთრებით, ერთი ერთზე თამაშის უნარისა და ბოლო პასებისას და დარტყმებისას ეფექტურობის წყალობით.“

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 30 მაისს გაიმართება. შეხვედრას ბუდაპეშტში მდებარე „პუშკაშ არენა“ უმასპინძლებს და მატჩი თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იჯარა სერია ა-ში? | მამარდა სამ იტალიურ კლუბს შესთავაზეს
იჯარა სერია ა-ში? | მამარდა სამ იტალიურ კლუბს შესთავაზეს