ბარსელონა, ვინისიუს ჟუნიორი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ელ კლასიკოს გამოტოვებს? - ვინისიუსი მძიმე სიტუაციაშია

ლა ლიგის მიმდინარე ტურში რეალმა ვილიარეალს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მატჩში ვინისიუს ჟუნიორმა მეორე გოლი გაიტანა, მაგრამ ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ, გოლი გაუქმდა და ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მოედნიდან გააძევეს.

როგორც აღმოჩნდა, ვინისიუსმა საგოლე შეტევის დროს, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს თმები მოქაჩა და მისი გაძევების მიზეზიც სწორედ ეს არის.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ვინისიუსს ერთდროულად სამი ფეხბურთელი აკავებდა, რომელიც მსაჯისკენ იწევდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მთავარმა არბიტრმა ბრაზილიელის ქცევა ოქმში ასე შეიტანა:

„ვინისიუსმა, მოედნიდან გაძევების შემდეგაც, სანამ ჯერ კიდევ მოედანზე იმყოფებოდა, განაგრძო ჩემი გადაწყვეტილების გაპროტესტება. ის ხმამაღლა ყვიროდა და აგრესიული ქცევით ჩემსკენ, იმ ადგილის მიმართულებით დაიძრა, სადაც მე ვიმყოფებოდი. თანაგუნდელებს მისი შეკავება მოუწიათ.”

ესპანური მედიის ინფორმაციით, ვინისიუსს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ელ კლასიკოს გამოტოვებს.

Cope-ს ცნობით, სამეფო კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, თუმცა თუ წყაროს დავუჯერებთ, გუნდში ფიქრობენ, რომ ვინი ელ კლასიკოს აუცილებლად გამოტოვებს.

ცნობისთვის, ბარსელონას და რეალის მომავალი დაპირისპირება 25 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვეტერანების შოუ - მესიმ და სუარესმა დისი იუნაიტედთან გაიბრწყინეს
ვეტერანების შოუ - მესიმ და სუარესმა დისი იუნაიტედთან გაიბრწყინეს