ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

ლიგის მოგების შემთხვევაში, პსჟ-ს ფეხბურთელები სოლიდურ ბონუსებს მიიღებენ

„პსჟ“-ს ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში შთამბეჭდავ პრემიებს გადაუხდიან.

L’Équipe-ის მონაცემებით, გამარჯვებისთვის ჯილდო თითოეულ ფეხბურთელზე დაახლოებით 1 მილიონ ევროს შეადგენს. იგივე თანხა იყო გასულ წელსაც, როდესაც პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და „ინტერი“ დაამარცხა (5:0).

აღინიშნება, რომ როგორც ევროპული ტოპ-კლუბების უმეტესობაში, ბონუსები სეზონის დასაწყისშივე განიხილეს. „პსჟ“-ს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ოთხი კაპიტანი - მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, უსმან დემბელე და ვიტინია აწარმოებდა.

რაც შეეხება ლიგა 1-ს, პარიზელებს ბონუსები მხოლოდ ჩემპიონატის მოგებისთვის მიეცემათ. იგივე ლოგიკა მოქმედებს ჩემპიონთა ლიგაშიც. მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალების შემდეგ გადახდილი თანხები „შედარებით სიმბოლური“ რჩება. ნამდვილი პრემიები მოგებულ თასებთან ერთად მოდის - კლუბის ხელმძღვანელობაში მიაჩნიათ, რომ მამოძრავებელი ძალა გამარჯვებები უნდა იყოს და არა ფული.

დღეს დილით, ლუის ენრიკემ ფინალისთვის გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა.

„პსჟ“-ს სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ჰაკიმი, ბერალდო, მარკინიოსი, ზაბარნი, კვარაცხელია, ფაბიან რუისი, გონსალუ რამუში, დემბელე, დუე, ვიტინია, ლი კან ინი, ლუკა ერნანდესი, მაიულუ, ნუნუ მენდეში, დრო ფერნანდესი, ბარკოლა, შევალიე, ზაირ-ემერი, საფონოვი, ნჯანტუ, მბაიე, პაჩო, ჟოაუ ნევეში, რენატო მარინი.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „არსენალი“ ფინალური მატჩი, ბუდაპეშტში, 30 მაისს, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები