სან ანტონიო სპურსი, ვიქტორ ვემბანიამა, ოკლაჰომა სიტი თანდერი
Aa
Aa

NBA: სან ანტონიომ ოკლაჰომა დაამარცხა - მე-7 მატჩს ვიხილავთ!

გამთენიისას NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მე-6 შეხვედრა გაიმართა. „სან ანტონიომ“ „ოკლაჰომას“ უმასპინძლა და 118:91 დაამარცხა, რის შემდეგაც სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 3-3.

მასპინძლებმა ოთხოდან სამი მეოთხედის მოგება შეძლეს და ჯამში საკმაოდ დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს.

ტრადიციულად საუკეთესო იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 28 ქულა და 10 მოხსნა. შაი გილჯეს-ალექსანდერს მოკრძალებული მატჩი ჰქონდა და მხოლოდ 15 ქულა ჩააგდო.

სერიის გადამწყვეტი, მეშვიდე შეხვედრა 31 მაისს „ოკლაჰომას“ დარბაზში გაიმართება. წუვილში გამარჯვებული სუპერფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი „ნიუ იორკ ნიქსი“ იქნება, რომელმაც „კლივლენდი“ 4:0 გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები