მარკის რიდი
Aa
Aa

რიდის 15 ქულა - ტრაბზონმა პლეი ოფი მარცხით დაიწყო

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფი „ტრაბზონსპორმა“ წარუმატებლად დაიწყო. მარკის რიდი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ბაჩეშეჰირთან“ 26-ქულიანი სხვაობით, 65:91 დამარცხდნენ და მოწინააღმდეგესთან მეოთხედფინალურ სერიას 0:1-ს აგებენ.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა შეხვედრა „ტრაბზონის“ სასტარტოში დაიწყო და ცუდი სტატისტიკა ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა თამასა რიდს იმდენად მაღლა აქვს აწეული, რომ მისგან გაცილებით შთამბეჭდავ შედეგებს ელიან. მარკისმა 24 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან ათიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან ამერიკელის ერთადერთი სროლა კი არაზუსტი აღმოჩნდა. რიდმა ბურთი ორჯერ დაკარგა, ოთხიდან სამი მოხსნა დაცვაში შეასრულა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩს 28 მაისს „ტრაბზონსპორის“ დარბაზი უმასპინძლებს და თუ ეს კლუბი კიდევ ერთხელ დამარცხდება, ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბათუმი ჩემპიონობასთან ახლოსაა - აჭარლები ფინალურ სერიაში დაწინაურდნენ
ბათუმი ჩემპიონობასთან ახლოსაა - აჭარლები ფინალურ სერიაში დაწინაურდნენ