ერთი ნაბიჯი სუპერფინალამდე | ოკლაჰომა სან ანტონიოსთან სერიაში 3:2 დაწინაურდა
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში „ოკლაჰომა სითი თანდერი“ „სან ანტონიო სპურსთან“ სერიაში დაწინაურდა. „ოქეისიმ“ მეხუთე თამაში საკუთარ კედლებში გამართა და მნიშვნელოვანი შეხვედრა 127:114 მოიგო.
„ოკლაჰომა“ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო და მესამე მეოთხედში 20-ქულიანი უპირატესობაც ჰქონდა. „თანდერის“ დაცვამ ვიქტორ ვემბანიამასა და დი’აარონ ფოქსის წინააღმდეგ შესანიშნავად იმოქმედა და შანსი ექნება, მომდევნო თამაშში სუპერფინალში გავიდეს.
„ოკლაჰომას“ მხრიდან საუკეთესო შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო, რომელმაც 32 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ალექს კარუზომ მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და 22 ქულა მიითვალა. ჯარედ მაკკეინს 20 ქულა ჰქონდა, ხოლო ჩეტ ჰოლმგრენმა 16 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა.
„სან ანტონიოს“ რიგებში 24 ქულით საუკეთესო სტეფონ კასლი იყო. ვემბანიამამ 20 ქულა კი დააგროვა, მაგრამ 15-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო. იგივე პროცენტი ჰქონდა ფოქსს და მან გუნდს მხოლოდ 9 ქულა შესძინა.
ცნობისთვის, ამ გუნდების მეექვსე მატჩში „სან ანტონიო“ მასპინძლის სტატუსით იქნება და „ოკლაჰომას“ 29 მაისს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 04:30-დან დაიწყება.