„მებრძოლი სული ჩვენს ბუნებაშია“ | კვარა უეფას საქართველოზე ესაუბრა
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა სუპერვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და საქართველოზე ისაუბრა.
შეკითხვა: „რამდენად მნიშვნელოვანია შენი წარმატება ქართველი ხალხისთვის?“
„წინა ჯერზე გულშემატკივრებისგან და ქართველი ხალხისგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომილოცა და მათ გამაბედნიერეს. ისენი არიან ადამიანები, რომლებიც ფეხბურთს თითქმის არასდროს უყურებენ.
ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართველ ქომაგებს ეს ბედნიერება დავუბრუნო. მიხარია, რომ ქართველი ვარ და ჩემი მცირედი წვლილით ქვეყნისთვის ამ სიხარულის მოტანა შემიძლია.
ვფიქრობ, ჩვენი ისტორია ძალიან პატარა ქვეყნის ისტორიაა, რომელიც ყოველთვის იბრძვის. პასუხი ყოველთვის გვაქვს, გესმით? ერთ მუშტად ვართ შეკრული და ყოველთვის ერთმანეთისთვის ვიბრძვით, მაგრამ სტუმრების მასპინძლობაც ძალიან კარგად ვიცით. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, რადგან მებრძოლი სული ჩვენს ბუნებაშია.
საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლა ჩემთვის მარტივი არ არის, რადგან იქ ფეხბურთი ძალიან უყვართ. მიუხედავად ამისა, სამშობლოში დაბრუნება ძალიან მიყვარს და ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად ჩავიდე“.
ცნობისთვის, კვარაცხელიას და „პარი სენ-ჟერმენის“ მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგის ფინალია — 30 მაისს, თბილისის დროით 20:00-ზე, ფრანგები „არსენალს“ დაუპირისპირდებიან.