ტოქსიკური გარემო და სრული ძალაუფლება ფეხბურთელებს | ტენ ჰაგმა იუნაიტედზე ისაუბრა
„მან. იუნაიტედის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ინგლისურ კლუბში მუშაობის პერიოდი გაიხსენა, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა. მან იგრძნო, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა მხარი არ დაუჭირეს ფეხბურთელთა დისციპლინურ დარღვევებზე დაწესებული სანქციების დროს — მათ შორის ჯეიდონ სანჩოს, რაშფორდისა და სხვა მოთამაშეების შემთხვევებში.
„ამგვარად, ისინი აგრძელებენ ამ ტოქსიკურ კულტურას; კვლავ ახალისებენ მას და მთელ ძალაუფლებას ფეხბურთელებს გადასცემენ,“ — ამბობს ის. „რაშფორდი შესანიშნავი მოთამაშეა, თუ სწორი მენტალიტეტით განეწყობა. მე მას ყოველთვის ვენდობოდი და სასტარტოში ვათამაშებდი. მაგრამ როდესაც ასეთ სტანდარტებს აწესებ, ზოგჯერ საჭიროა კორექტივების შეტანაც.“
ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად 2022 წლის მაისიდან 2024 წლის 28 ოქტომბრამდე მუშაობდა.
რაშფორდი ტენ ჰაგის მოსვლისას კლუბში ირიცხებოდა და ნიდერლანდელის წასვლამდე გუნდის წევრი იყო. ტენ ჰაგის პირველ სეზონში (2022/23) რაშფორდმა კარიერის საუკეთესო ფორმა აჩვენა (30 გოლი), თუმცა მოგვიანებით მათ შორის დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოებები წარმოიშვა.
რაც შეეხება ჯეიდონ სანჩოს, ერიკ ტენ ჰაგის მწვრთნელობისას სანჩომ 45 მატჩი ჩაატარა (2 516 წუთი), 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს