ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა სასტარტოშია | პსჟ - ბარსას შემადგენლობები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში ლუის ენრიკეს გაწვრთნილი პსჟ „პარკ დე პრენსზე'' ჰანსი ფლიკის „ბარსელონას'' მიიღებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

პსჟ-ს სასტარტო 11: საფონოვი, ლუკას ერნანდესი, მარკინიოსი (კ), ნევეში, პაჩო, ჰაკიმი, რუიზი, ვიტინია, დემბელე, დუე, კვარაცხელია

ბარსას სასტარტო 11: ჟოან გარსია, ბერნალი, კანსელუ, კუბარსი, ხავი ესპარტი, გორდონი, პედრი, ხერარდ მარტინი, იამალი, ოლმო, რაფინია (კ)

ამ მატჩს „პსჟ“ და „ბარსელონა“ ქულათა მაქსიმუმით ხვდებიან. პირველ ტურში პარიზულმა გუნდმა „სლოვანი“ 6:1 გაანადგურა, მეორეში სტუმრად „მან. სიტის“ სძლია — 2:4. თავის მხრივ, პირველ ტურში „ბარსამ“ „ფეიენოორდი“ დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა, მეორე ტურში სტუმრად „გალათასარაის“ დამაჯერებლად მოუგო — 1:4.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის საწყის ორ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, „სლოვანთან'' არ უთამაშია, „მან. სიტისთან'' ცვლილებაზე გამოვიდა (24 წუთი ითამაშა).

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ შვიდივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ლუის ენრიკეს როტაციაში ჰყავს, პირველი ტურიდან მოყოლებული მისი სათამაშო დრო ასე გადანაწილდა: პირველი ტური: 45 წუთი, მეორე ტური: 45 წუთი, მესამე ტური: 68 წუთი, მეოთხე ტური: 66 წუთი, მეხუთე ტური: 59 წუთი, მეექვსე ტური: 31 წუთი, მე-7 ტური: 63 წუთი. შვიდ მატჩში ხვიჩას აქტივში ორი საგოლე მოქმედებაა, მე-3 ტურში „მონაკოსთან“ საგოლე გადაცემა მიითვალა, მე-6 ტურში „ლე მანთან“ ცვლილებაზე შევიდა და გოლი გაიტანა. 

მიმდინარეობს განახლება

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    TNT Sports-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | კეინი ფავორიტია, ხვიჩა ხუთეულშია
    TNT Sports-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | კეინი ფავორიტია, ხვიჩა ხუთეულშია