მსურველი ბუნდესლიგიდან | დავითაშვილით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის და პლეიოფის ფინალში „ნიცას“ ხვდება. „მწვანეებმა“ პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართეს და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. საპასუხო თამაში 29 მაისს გაიმართება და შესაძლოა, დავითაშვილისთვის ეს „სენტ-ეტიენში“ ჩატარებული ბოლო მატჩი აღმოჩნდეს.
ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავს. სხვადასხვა დროს ის „ლილს“, „მონაკოს“, „ევერტონს“, „ბეშიქთაშსა“ და „ტრაბზონსპორს“ დაუკავშირეს. ფრანგული პრესის ინფორმაციით, ზურიკოს ახალი მსურველი გამოუჩნდა და მისით ბუნდესლიგის წარმომადგენელი ინტერესდება.
Foot11 Jeunes Footeux-ზე დაყრდნობით წერს, რომ დავითაშვილი „ჰოფენჰაიმის“ რადარზე იმყოფება. გერმანულმა კლუბმა ზურიკოს თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და მის დინამიკურ სტილსა და სამუშაო ეთიკას ძალიან აფასებს.
ცნობისთვის, „ჰოფენჰაიმმა“ ბუნდესლიგის 2025/26 წლების სეზონში 61 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე გავიდა. „ჰოფენჰაიმი“ ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ახლოს იყო, მაგრამ 1 ქულა დააკლდა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. წარსულში „სენტ-ეტიენი“ ზურიკოს სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვდა.