ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, ლამინ იამალი, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა ხვიჩა Goal-ის რეიტინგში

ბრიტანულმა გამოცემამ Goal-მა 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ავტორიტეტულმა გამოცემამ კვარაცხელია რეიტინგის მე-8 პოზიციაზე დააყენა.

„შესაძლოა, ის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელიც კია, ან სულ მცირე პლეიოფის ეტაპის MVP-ი. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გზაზე ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ 7 მატჩში გოლი ან საგოლე პასი მიითვალა. ქართველი შემტევი რეგულარულად სჯობნის მეტოქეების განაპირა მცველებს მთელი კონტინენტის მასშტაბით და 16 საგოლე მოქმედებით კილიან მბაპესთან (15+1) და ჰარი კეინთან (14+2) ერთად ტურნირის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელების სიის სათავეშია, წინ კი არსენალთან მატჩი აქვს.

ამ რეიტინგში უფრო მაღალ პოზიციაზე კვარაცხელია იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ლიგა 1-ში განსაკუთრებული სეზონი არ ჰქონია. მის ანგარიშზე 28 მატჩში მხოლოდ 8 გოლი და 4 ასისტია. ის ძალებს განსაკუთრებული მატჩებისთვის ინახავს, რაც ნამდვილად ამართლებს, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი გულშემატკივრები ყოველკვირეულად მის საუკეთესო ვერსიას ვერ ხედავდნენ“, - წერს გამოცემა კვარაზე.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჰარი კეინი (ბაიერნი) დასახელდა. მისი თანაგუნდელი მაიკლ ოლისე მეორე ადგილზეა, მესამეზე კი ლამინ იამალი (ბარსელონა).

პსჟ-ის ფეხბურთელებიდან ხვიჩას მხოლოდ უსმან დემბელემ გაუსწრო. რეიტინგს სრულად ბმულზე გაეცნობით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ზლატანის რეკორდს ემუქრება - საინტერესო ფაქტები ფინალისტებზე
კვარა ზლატანის რეკორდს ემუქრება - საინტერესო ფაქტები ფინალისტებზე