გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„მსგავსი არაფერი მინახავს“ | ლივერპულის ახალგაზრდა მეკარე მამარდასა და ალისონზე

„ლივერპულის“ მეკარემ, არმინ პეჩიმ „წითლების“ თითოეული გოლკიპერი დაახასიათა. პეჩი „ლივერპულის“ 21-წლამდე გუნდში, პრემიერ ლიგა 2-ში თამაშობს და ვარჯიშებისას მთავარ გუნდთან ერთად ემზადება.

„ლივერპულის“ სამივე მეკარეს განსხვავებული სტილი აქვს. ალისონს რომ დააკვირდეთ, თუნდაც უბრალო ვარჯიშებისას, გოლკიპერი თუ არ ხართ, ვერ მიხვდებით, რა არის განსაკუთრებული იმაში, რაც თქვენ თვალწინ ხდება. ის, რასაც ალისონი მარტივად წარმოაჩენს, მეკარეებისთვის ურთულესი რამაა. ჩემს ვარჯიშებში გადმოვიტანე, თუ როგორ აკონტროლობს ის სხეულს და როგორ არჩევს პოზიციას.

რაც შეეხება მამარდაშვილს, მას ბურთების მოგერიება ისე შეუძლია, რის მსგავსიც არასდროს მინახავს. ფრედი ვუდმანის სამუშაო ეთიკა და მენტალიტეტი ძალიან შთამბეჭდავია. მინდა, ყველა ეს კომპონენტი ჩემს თამაშში გადმოვიტანო“.

ცნობისთვის, პეჩიმ პრემიერ ლიგა 2-ის სეზონში 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან კარი მშრალად შეინახა და 29 გოლი გაუშვა. „ლივერპულმა“ ის „პუშკაშ აკადემიასგან“ შეიძინა და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 800 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი მარადონასთან შედარება ღიმილს მგვრის“ | დე ლაურენტისმა კვარაზე ისაუბრა
„მისი მარადონასთან შედარება ღიმილს მგვრის“ | დე ლაურენტისმა კვარაზე ისაუბრა