“საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა მსურს“ - კაშიას ინტერვიუ
როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. როგორც ჩანს, ლეგენდარული ქართველი მალე საფეხბურთო კარიერასაც დაასრულებს.
ამის შესახებ მან ბოლო ინტერვიუში TV Markíza-სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ სამომავლოდ მწვრთნელობა სურს.
კაშია:
„25 წელი პროფესიონალურ ფეხბურთში გავატარე, ახლა კი ფეხბურთის სრულიად განსხვავებულ მხარეს ვხედავ. ამაზე უკეთესი დრო არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან „სლოვანში“ რაღაც სრულიად ახალი შენდება. ფეხბურთის დასრულების გადაწყვეტილებას საერთოდ არ ვნანობ. ბოლოს და ბოლოს, წნეხი აღარ მაქვს და ისეთი თავისუფლება მაქვს, როგორიც ცხოვრებაში არასდროს მქონია“
, — განაცხადა კაშიამ TV Markíza-სთან.
„ახლა დიდ დროს ოჯახთან ვატარებ. ზედმეტ კილოგრამებზე არ ვნერვიულობ, რადგან ყოველ დილით დავრბივარ და ჯანსაღი ცხოვრების წესი მიყვარს. კიდევ რამდენიმე თვე დავისვენებ, თუმცა მჯერა, რომ მალე მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა მექნება“,
— აღნიშნა მან.
„მჯერა, რომ ერთ დღეს „ტეჰელნე პოლეზე“ მწვრთნელის რანგში დავბრუნდები. გარდა „სლოვანისა“, მსურს, ჩემი მშობლიური კლუბი „დინამო თბილისიც“ და „ვიტესიც“ გავწვრთნა, სადაც მითამაშია. თუმცა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაა“,
ცნობისთვის, გურამ კაშიას საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია, თუმცა თუ ამ ინტერვიუდან ნათლად ჩანს, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა მან მალე გადადგას.
შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში თბილისის დინამოში, არნემის ვიტესში, სან ხოსეში, თბილისის ლოკომოტივში და სლოვანში თამაშობდა.