თორნიკე შენგელია, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა ლიბანი დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი ამხანაგური მატჩი გამართა და თბილისში ლიბანის ეროვნულ გუნდს დამაჯერებლად - 93:74 მოუგო.

ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის რიგებში 13-13 ქულით საუკეთესოები იყვნენ ალექსანდრე ფევაძე და მარკის რიდი. გიორგი კორსანტიამ 11 ქულა ჩააგდო, მინიმუმ 10 ქულა კიდევ სამმა კალათბურთელმა ჩააგდო - დუდა სანაძემ, ბექა ბურჯანაძემ და გიორგი ტურძილაძემ (ტურძილაძემ 12 მოხსნაც მიითვალა).

აღსანიშნავია, რომ ჯიკიჩმა დასვენების საშუალება მისცა გუნდის კაპიტანს თორნიკე შენგელიას, ასევე სანდრო მამუკელაშვილსაც. ორივე მათგანი უკვე მომდევნო შეხვედრისთვის მწვრთნელის განკარგულებაში იქნება.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მომდევნო ამხანაგური შეხვედრა 23 აგვისტოს ელის. ჩვენი მეტოქე ისრაელი იქნება. ამჯერად შეხვედრაზე დასწრებას მაყურებელიც შეძლებს.

რაც შეეხება უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, 28 აგვისტოს საქართველოს მეტოქე მონტენეგრო იქნება. მატჩი თბილისში გაიმართება. ამის შემდეგ, 31 აგვისტოს მეორე ტურის შეხვედრაში სტუმრად პორტუგალიის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები