ილია თოფურია, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ჯობია, ილია სატიტულო ბრძოლისთვის შევინახოთ“ - უსმანის მწვრთნელმა სასურველ მეტოქეზე ისაუბრა

ისლამ მახაჩევის, უმარ და უსმან ნურმაგომედოვების მწვრთნელმა და ხაბიბის გუნდის წევრმა, ხავიერ მენდესმა უსმანის UFC-ში პოტენციურ დებიუტსა და სასურველ მეტოქეზე ისაუბრა.

რას ამბობს მენდესი:

„ბევრი პოტენციური მეტოქე არსებობს. ვფიქრობ, კარგი მეტოქე იქნებოდა პედი The Baddy. კიდევ ერთი კარგი ვარიანტი მაქს ჰოლოუეი იქნებოდა, რადგან ის დიდი ფიგურაა, ნამდვილი ლეგენდაა. არმანიც ერთ-ერთი მათგანია“.

„ერთადერთი, ვისაც არ ვისურვებდი, ილიაა, რადგან მირჩევნია, ის სამომავლოდ შემოვინახოთ, თუკი იქ გადავალთ. ვისურვებდი, რომ ილია უფრო მნიშვნელოვანი, დიდი ჯილდოსთვის შევინახოთ, რადგან გამორიცხულია UFC-მ მაშინვე სატიტულო ბრძოლა მოგვცეს.“

„ვფიქრობ, უსმანი უფრო ზედა წონით კატეგორიაში იასპარეზებს, ვიდრე ქვედაში. ის იზრდება და ახლა უფრო კუნთოვანია. 155 ფუნტში რომ ჩაეტიოს, ფაქტობრივად, მკლავის მოჭრა მოუწევს. ეს გამორიცხულია. აშკარად ვხედავ, რომ ის აუცილებლად გადავა ქვესაშუალო წონაში, რადგან შესაბამისი აღნაგობა აქვს. ხალხი სათანადოდ არ აფასებს. შეიძლება ახლა ისე აღარ, მაგრამ მას მუდამ ვაქებდი. ნიჭის თვალსაზრისით, ის საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია.“

შეგახსენებთ, რომ უსმანი PFL-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და კარიერაში გამართული 23 ბრძოლიდან 22 მოიგო, ერთის შედეგი კი მას შემდეგ გაუქმდა, რაც სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა. იწერება, რომ დანა უაითს სურს, ნურმაგომედოვი UFC-ში გადაიყვანოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ პიოტრი მოიგებს, ქამრისთვის ვიბრძოლებ“ - ომალიმ იანი-მერაბის ტრილოგიაზე ისაუბრა
„თუ პიოტრი მოიგებს, ქამრისთვის ვიბრძოლებ“ - ომალიმ იანი-მერაბის ტრილოგიაზე ისაუბრა