გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

“გმირი ქართველი თავდამსხმელი იყო“ - იტალიური მედია კვერნაძეზე

ბოლო პერიოდის განმავლობაში გიორგი კვერნაძე დიდებულ ფორმაშია. ქართველმა თავდამსხმელმა იტალიის თასზე იუვე სატაბიას დუბლი შეუსრულა და იტალიური მედიის აღფრთოვანება გამოიწვია.

გამოცემა Calcio08 წერს:

„ვიმედოვნებთ, რომ ის კიდევ უფრო გააუმჯობესებს თამაშს, სივრცეებს უკეთ აითვისებს, ხაზებს შორის ბურთს უფრო ხშირად მიიღებს და შეტევებს ბოლო ფაზაში ისევე გაამწვავებს, როგორც ეს „იუვე სტაბიასთან“ შეხვედრაში გააკეთა. ამით ის თავის ძლიერ მხარეებს უკეთ გამოიყენებს“.

გამოცემა Frosinone News წერს:

„„ფროზინონეს“ რიგებში გმირი ქართველი თავდამსხმელი იყო და მატჩის მთავარი ფოტოც უდავოდ მას ეკუთვნის. კვერნაძე „იუვე სტაბიასთან“ თითქმის ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდში მონაწილეობდა და გუნდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.

შთამბეჭდავი იყო არა მხოლოდ გოლები, არამედ მისი გავლენა „ფროზინონეს“ შემტევ თამაშზე. როდესაც კვერნაძე კარისკენ მიმავალ სივრცეს პოულობს, მისი შეჩერება რთული ხდება. ასეთ დროს ის დარტყმასაც ახერხებს და თანაგუნდელებისთვის შანსებსაც ქმნის. თუ იგი სტაბილურობას შეინარჩუნებს, შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთ მთავარ შემტევ იარაღად იქცეს“.

შეგახსენებთ, რომ იუვე სატაბიასთან გიორგი კვერნაძემ დუბლთან ერთად საგოლე პასიც მიითვალა. ფროზინონე შემდეგ მატჩს უკვე სერია ა-ში იუვენტუსის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები