როდის შედგება წიტაიშვილის დებიუტი - რაიოს მწვრთნელის კომენტარი
„რაიო ვალეკანომ“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. დღესვე ქართველ ფეხბურთელზე მადრიდული კლუბის მთვარმა მწვრთნელმა, ბენიატ სან ხოსემ ისაუბრა.
პრესკონფერენციაზე, რომელიც სან ხოსემ „ალავესთან“ მატჩის წინ გამართა, ჟურნალისტები წიტაიშვილის მდგომარეობით დაინტერესდნენ.
„წიტაიშვილი ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია. დიდი ალბათობით, უახლოეს მატჩში ის უკვე განაცხადში იქნება. შემადგენლობას ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ“.
აქვე გეტყვით, რომ ახალ კლუბში გიორგი წიტაიშვილი 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

როგორც ცნობილია, წიტაიშვილმა „რაიო ვალეკანოსთან“ კონტრაქტი თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმა. რაიო ვალეკანო-ალავესის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.