ანდრეი დემჩენკო, ნიკოლოზ დადიანი
Aa
Aa

“არაფრის არ გვეშინია“ - დემჩენკო და დადიანი იაგელონიასთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში იბერია 1999 სტუმრად იაგელონიას დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ და ფეხბურთელმა ნიკოლოზ დადიანმა კომენტარი გააკეთეს.

დემჩენკო:

„გვინდა ვითამაშოთ თანამედროვე, ევროპული ფეხბურთელი. იაგელონიამ რეინჯერსთან შესანიშნავად ითამაშა. აქ შემთხვევით არ მოსულან. გვინდა ვითამაშოთ ისეთი ფეხბურთი, როგორსაც მანჩესტერ სიტი თამაშობდა გუარდიოლას დროს, ასევე როგორსაც დე ძერბი თამაშობს. მინდა ვთქვა, რომ ახლა ძალიან კარგ მეტოქესთან მოგვიწევს თამაში. მათი არ გვეშინია.

რთული მატჩი გველოდება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს რაუნდი ორი მატჩისგან შედგება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ რთული მატჩი იქნება, წინ კიდევ გველოდება საშინაო შეხვედრა. ძალიან სერიოზულად ვართ განწყობილი. გუნდს ძალიან სერიოზული განწყობა აქვს. დასაკარგი არაფერი გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია ისტორია კიდევ ერთხელ გადავწეროთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ.

ყოველდღე ვხედავ, როგორ უმატებს გუნდი, როგორ ემზადებიან და როგორ მუშაობენ. ამიტომ მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ არ ვნერვიულობთ და არ ვღელავთ. ჩვენ ვითამაშებთ ჩვენს ფეხბურთს და შემდეგ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შეგვიძლია ისტორია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, კიდევ უფრო ღრმა კვალი დავტოვოთ. ამიტომ, ხვალინდელი მატჩისთვის ძალიან სერიოზულად ვართ განწყობილი და არაფრის არ გვეშინია.

სტრესი აღარ გვაქვს, რადგან მინიმალური ამოცანა შევასრულეთ. ბიჭებს ვეუბნებოდით, რომ 22 წლის შემდეგ შეგვეძლო ისტორიაში შესვლა და ეს მინიმალური ამოცანა უკვე შესრულებულია. ახლა კი მაქსიმალური ამოცანა დაგვრჩა, რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ვფიქრობ, თამაშიდან თამაშამდე ბიჭები უფრო უმატებენ. ქუთაისთან წაგებულმა მატჩმაც კი გარკვეული თავდაჯერება შეგვმატა და საკუთარ თავში დაგვარწმუნა. ბიჭები მოუთმენლად ელოდებიან ბრძოლას, რათა ხვალ ღირსეული ბრძოლა გავმართოთ. მოსამზადებლად 5 დღე გვქონდა და ვფიქრობ ეს საკმარისია. ვფიქრობ, გუნდმა ძალების აღდგენა მოახერხა.“

ნიკოლოზ დადიანი:

„ამ ეტაპამდე მოსვლა ძალიან რთული იყო. ამისთვის მთელი წელი ვშრომობდით. როგორც იცით, ჩვენ კონფერენს ლიგის საგზური გავინაღდეთ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ. ისტორია ჯერ არ დასრულებულა. გვინდა, რომ ევროპის ლიგაზე გავიდეთ. ვიცით, რომ იაგელონია კარგი გუნდია. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ. ვეცდებით საუკეთესოდ ვითამაშოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ.

ორივე თამაში მნიშვნელოვანია. ახლა სტუმრად ვთამაშობთ და ეს უფრო რთული იქნება, მაგრამ, როგორც გითხარით გეგმა გვაქვს, მზად ვართ და ჩვენი სათამაშო სტილი გვაქვს. ყველაფერს ხვალ ვნახავთ. ვიცით, რომ იაგელონიას შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. მათი რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი და გულშემატკივრები მართლაც დიდებულები არიან. დიდი პატივია ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში.

შეგახსენებთ, რომ იაგელონიისა და იბერია 1999-ის დაპირისპირება 20 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AanaliticaFantasy: ქოჩორაშვილი სევილიას ხუთშაბათს შეუერთდება
AanaliticaFantasy: ქოჩორაშვილი სევილიას ხუთშაბათს შეუერთდება