გიორგი წიტაიშვილი, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

“მწვრთნელს შეტევაში კიდევ ერთ ვარიანტს აძლევს“ - UnionRayo წიტაიშვილზე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი წიტაიშვილი კარიერას რაიო ვალეკანოში აგრძელებს.

ქართველი ფეხბურთელი ესპანურმა კლუბმა დაარეგისტრირა და ახლა გასარკვევი ისღაა, თუ როდის ექნება მას დებიუტი.

ამასთან დაკავშირებით, გამოცემა UnionRayo წერს:

გიორგი წიტაიშვილი „რაიო ვალეკანოს“ დებიუტისთვის მზად არის — ქართველი ვინგერი მადრიდულმა კლუბმა ლა ლიგაში ოფიციალურად დაარეგისტრირა.

წიტაიშვილი სეზონის პირველ შეხვედრაში „სევილიას“ წინააღმდეგ განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან მისი რეგისტრაცია დროულად ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელი „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გამართულ მატჩს ტრიბუნიდან დაესწრო.

ახლა რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია და წიტაიშვილს „რაიოს“ მაისურით ოფიციალური დებიუტის შესაძლებლობა „ალავესთან“ მატჩში ექნება, თუ სან ხოსე მას განაცხადში შეიყვანს.

ქართველი ფეხბურთელი ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ფლანგის მცველის პოზიციაზეც შეუძლია მოქმედება. მისი დამატება მწვრთნელს შეტევაში კიდევ ერთ ვარიანტს აძლევს.

ახლა, როდესაც მისი რეგისტრაცია ოფიციალურად დასრულებულია, წიტაიშვილის „რაიოში“ დებიუტისთვის ბოლო დაბრკოლებაც მოხსნილია.“

შეგახსენებთ, რომ გიორგის ბოლო კლუბი მეცი იყო, სადაც იჯარის წესით კიევის დინამოდან იყო გადასული. ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი უკრაინულ გუნდთან დასრულდა და ის რაიო ვალეკანოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები