სევილია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

AanaliticaFantasy: ქოჩორაშვილი სევილიას ხუთშაბათს შეუერთდება

ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად განიხილება გიორგი ქოჩორაშვილის სევილიაში გადასვლის საკითხი.

ამასთან დაკავშირებით, უახლეს ინფორმაციას AanaliticaFantasy ავრცელებს, რომელიც ადასტურებს, რომ შეთანხმება შედგა და ქართველი ფეხბურთელი ესპანური კლუბის მაისურს მოიგებს.

AanaliticaFantasy:

„სევილიამ“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე „სპორტინგთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. ესპანურმა კლუბმა ქართველ ნახევარმცველზე მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და გარიგება იჯარის ნაცვლად სრულფასოვან ტრანსფერად გაფორმდა.

ქოჩორაშვილის დამატებაზე „სევილია“ რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა. თავდაპირველად მხარეები იჯარის ფორმატს განიხილავდნენ, თუმცა საბოლოოდ მუდმივი ტრანსფერის ვარიანტმა ლისაბონური კლუბის დარწმუნება შეძლო და შეთანხმებაც შედგა.

ქართველი ფეხბურთელი ხუთშაბათს „სევილიას“ შეუერთდება. ქოჩორაშვილს სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს, რის შემდეგაც ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს და კლუბის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

ქოჩორაშვილი ლუის გარსია პლასას გუნდს ნახევარდაცვის გასაძლიერებლად შეუერთდება. ქართველი „სევილიას“ შრომისმოყვარეობას, მოედნის დიდი ზონის დაფარვის შესაძლებლობასა და თამაშის აგებისას გადაწყვეტილებების მიღების უნარს შესძენს.

„სევილიამ“ ამგვარად ნახევარდაცვის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი სამიზნის დამატება მოახერხა. მოლაპარაკებების სტრატეგიის ცვლილება — იჯარის ნაცვლად ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვა — საბოლოო შეთანხმების მიღწევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

თუ სამედიცინო შემოწმებისას რაიმე გაუთვალისწინებელი პრობლემა არ დაფიქსირდა, გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ ახალი ფეხბურთელი გახდება.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგს გასული წლის ზაფხულში ლევანტედან შეუერთდა, თუმცა პორტუგალიურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა.

ჯვაროსნების ნახევარმცველმა სპორტინგის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 26-ჯერ მოირგო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები