ილია თოფურია, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„UFC-ში მას მხოლოდ ილია დაამარცხებს“ - ჰიუზი უსმან ნურმაგომედოვზე

ირლანდიელმა მებრძოლმა პოლ ჰიუზმა, რომელიც PFL-ში ასპარეზობს, არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთადერთი, ვისაც UFC-ში PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, უსმან ნურმაგომედოვის დამარცხება შეუძლია, ილია თოფურიაა.

„ვფიქრობ, ერთადერთი, ვისაც ახლა უსმანის წინააღმდეგ UFC-ში შანსი აქვს, ეს თოფურიაა. უსმანს კარგად ვიცნობ, მის წინააღმდეგ 10 რაუნდი ვიჩხუბე, ვიცი მისი სტილი და შესაძლებლობები. ასევე ვიცი, თუ რა არის საჭირო მის დასამარცხებლად - ეს მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია - მე და ილია თოფურიას.

უსმანი ძალიან მოუხელთებელია, ფენომენალური დარტყმები და ფანტასტიკური ჭიდაობა აქვს. გეიჯისთან მას არანაირი პრობლემა არ ექნება. სტილისტურად, მას თავისუფლად შეუძლია, UFC-ის ჩემპიონი გახდეს. ცარუკიანი კარგი მოჭიდავება, მაგრამ სტრაიკინგში მოიკოჭლებს“.

ცნობისთვის, პოლ ჰიუზმა და უსმან ნურმაგომედოვმა გასული წლის იანვარსა და ოქტომბერში იჩხუბეს. პირველი ბრძოლა რუსმა მებრძოლმა მსაჯთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მეორე კი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ნურმაგომედოვი ამ დრომდე დაუმარცხებელია, მის ანგარიშზე 22 მოგებაა. 

აღსანიშნავია, რომ PFL-თან უსმან ნურმაგომედოვის კონტრაქტი ამოწურულია და დიდი ალბათობით ის კარიერას UFC-ში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯობია, ილია სატიტულო ბრძოლისთვის შევინახოთ“ - უსმანის მწვრთნელმა სასურველ მეტოქეზე ისაუბრა
„ჯობია, ილია სატიტულო ბრძოლისთვის შევინახოთ“ - უსმანის მწვრთნელმა სასურველ მეტოქეზე ისაუბრა