ილია თოფურია
Aa
Aa

როდის იჩხუბებს ილია - რას ამბობს მისი ფიზმომზადების მწვრთნელი

ილია თოფურიას ოქტაგონში დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია. როგორც ესპანური მედია „ელ მატადორის“ ფიზმომზადების მწვრთნელზე, ხესუს გალოზე დაყრდნობით წერს, ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლა 2027 წლის გაზაფხულზე შედგება.

„თოფურიას ძალების აღდგენის წარმოუდგენელი უნარი აქვს. ეს კარგი გენეტეკის დამსახურებაცაა. თუ გაუთვალისწინებული რამ არ მოხდა, ფიზიკურად ილია დეკემბერშიც იქნება მზად, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

ყველაზე სწორი, ადეკვატური და ჭკვიანური ნაბიჯი იქნება, თუ მომავალი წლის გაზაფხულს დაველოდებით“.

აღსანიშნავია, რომ ესპანური მედია ილიას დაბრუნების თარიღად 2027 წლის იანვარს ასახელებს. მათი ინფორმაციით, „ელ მატადორი“ მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პედი პიმბლეტს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, თოფურია თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დათმო. კალიფორნიის შტატის ათლეტური კომისიის გადაწყვეტილებით, ილიამ 180-დღიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ოქტაგონში დაბრუნებას ამ ვადის ამოწურვამდე მხოლოდ ყბა-სახის ქირურგის ნებართვის საფუძველზე შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პიოტრი 10-დან 10-ჯერ მოუგებს“ | გუსკოვი მერაბისა და იანის ტრილოგიაზე
„პიოტრი 10-დან 10-ჯერ მოუგებს“ | გუსკოვი მერაბისა და იანის ტრილოგიაზე