მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„დროშის გამოყენების უფლებას არ მაძლევენ, მათ კი...“ - მერაბმა უკმაყოფილება ვერ დამალა

UFC 330-ზე, ისლამ მახაჩევისა და იან მაჩადო გარის ბრძოლის დასრულების შემდეგ ისლამის გუნდის წარმომადგენლებმა რუსეთის დროშა გაშალეს. ამას კი მერაბ დვალიშვილისგან უკმაყოფილება მოჰყვა.

„მეგონა, ამ დროშის გამოყენების უფლებას არ მისცემდნენ. ის მთელ მსოფლიოში აკრძალულია, ისინი კი მას UFC-ში აჩვენებენ. სიგიჟეა, ეს არ მესმის. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დროშაზე სახელები წერია.

მე არ მაძლევენ ჩემი დროშის გამოყენების უფლებას. ბრძოლაზე მასთან ერთად გამოსვლა შეიძლება, მაგრამ იქ [ოკტაგონში] მისი დაჭერა — არა. ეს არ მესმის“, - განაცხადა მერაბმა ნინა დრამასთან სტრიმის დროს.

რამდენიმე წლის წინ, UFC-იმ მებრძოლებს ოქტაგონზე დროშის გაშლა აუკრძალა. მერაბ დვალიშვილი, ისევე როგორც სხვა მებრძოლთა უმრავლესობა ოქტაგონზე დროშით გამოდიოდა და გამარჯვებასაც დროშებით აღნიშნავდნენ, ამის აკრძალვის შემდეგ კი მერაბმა საქართველოს დემონსტრირებისთვის გულზე ჩვენი ქვეყნის რუკა და დროშა დაიხატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამადანამდე კიდევ ერთი ბრძოლა მსურს | მახაჩევი იან მაჩადოსთან გამარჯვების შემდეგ
რამადანამდე კიდევ ერთი ბრძოლა მსურს | მახაჩევი იან მაჩადოსთან გამარჯვების შემდეგ