მანუ კონე
Aa
Aa

როდრის ალტერნატივა - სიტიმ თვალი მანუ კონეს დაადგა

ტიჯანი რეინდერსისა და როდრის გაყიდვის შემდეგ, მანჩესტერ სიტი ახალი ნახევარმცველის ძიებაშია.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ქალაქელებმა თვალი რომას ფრანგ ნახევარმცველს, მანუ კონეს დაადგეს.

25 წლის ფრანგი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „რომაში“ თამაშობდა და იტალიური კლუბის მაისურით 63 მატჩში 4 გოლი გაიტანა. კონეს მთავარი ძლიერი მხარე დინამიზმი და ბურთის გარეშე თამაშია.

„რომა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 51 მილიონ ფუნტს ითხოვს — თანხას, რომელიც დაახლოებით იმავე ოდენობისაა, რაც „ალ-ქადისიამ“ რეინდერსის სანაცვლოდ გადაიხადა.

მხარეებს შორის პირველადი კომუნიკაცია დამყარდა და ახლა ჯერი ჯალოროსიზეა, დათანხმდება, თუ არა მარესკას გუნდის წინადადებას.

ამის პარალელურად, ქალაქელები ენცო ფერნანდესის ტრანსფერზეც მუშაობენ. პრობლემას სატრანსფერო ღირებულება ქმნის. არისტოკრატები არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიმ სეზონი მარცხით დაიწყო. ინგლისის სუპერ თასზე მარესკას გუნდი არსენალთან 0:3 დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები