იბერია 1999, ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

„ახალი ხვიჩა“ - იაგელონიამ ანდრია ბართიშვილი გამოარჩია

ხვალ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999“ ევროპა ლიგის პლეიოფში სტუმრად „იაგელონიას“ დაუპირისპირდება. პოლონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა მატჩის წინ „იბერიას“ რიგებიდან ანდრია ბართიშვილი გამოარჩია.

რას წერს „იაგელონია“ ბართიშვილზე:

„იბერია“ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. მეტიც, ეს 2004 წლის შემდეგ პირველი ქართული კლუბია, რომელმაც შესარჩევი ეტაპის დაძლევა მოახერხა.

„იბერიას“ რიგებში თამაშობს შიდა ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი, ანდრია ბართიშვილი. 17 წლის ფეხბურთელი რეგულარულად იღებს სათამაშო დროს და ეს მხოლოდ მისი კარიერის დასაწყისია.

დიდი ალბათობით, ძალიან მალე მას ეროვნულ ნაკრებში ექნება დებიუტი. საქართველოშ მას „ახალ ხვიჩა კვარაცხელიას“ უწოდებენ.

17 წლის ფეხბურთელის სათამაშო სტილის გათვალისწინებით, ამ შედარებას ვერსად გავექცევით. ის ძირითადად შეტევის მარცხენა ფლანგზე მოქმედებს და ხშირად შედის ორთაბრძოლებში მცველებთან. ბართიშვილი ოპონენტებს თავისი აჩქარებებითა და დრიბლინგით რეგულარულად უქმნის პრობლემებს.

აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ ბართიშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და პროფესიულ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს“.

ცნობისთვის, იაგელონია-იბერიას მატჩი ხვალ თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება, 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შევიდა და გაიტანა | ვახტანგ სალიას გოლი ნიუკასლში (U21)
შევიდა და გაიტანა | ვახტანგ სალიას გოლი ნიუკასლში (U21)