გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვილიარეალმა 70 მილიონი მოითხოვა | ესპანეთში ბარსასა და მიქაუტაძეზე ისაუბრეს

ცნობილ სატელევიზიო გადაცემაში, El Chiringuito de Jugones-ში „ბარსელონას“ სატრანსფერო გეგმები განიხილეს. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, მარკოს ბენიტომ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. ესპანურ პრესაში იწერება, რომ ქართველი ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ სამიზნეთა სიაშია და ბენიტომ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

„„ბარსელონას“ ორი სათადარიგო ვარიანტი ჰყავს. ნუ, მთლად სათადარიგო ვარიანტებს ვერ ვუწოდებთ, რადგან კლუბმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. სიტუაცია ასეთია: „ბარსელონა“ გიორგი მიქაუტაძეს დაუკავშირდა, თუმცა „ვილიარეალი“ მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც „ბარსამ“ უარი თქვა.

თუ ხულიან ალვარესთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, „ბარსელონა“ აიოზე პერესის გაფორმებას შეეცდება, ვისი ტრანსფერიც 10-15 მილიონი ევრო დაჯდება. იმ შემთხვევაში, თუ ხულიანს მომდევნო ზაფხულშიც ვერ შეიძენენ, „ბარსელონაში“ ლაუტარო მარტინესი მივა. გავიგე, რომ ლაუტარო არის ფეხბურთელი, რომელიც კლუბში ძალიან მოსწონთ“.

ცნობისთვის, აიოზე პერესი „ვილიარეალის“ რიგებში ასპარეზობს და 33 წლის შემტევია. მას „ლესტერში“, „ნიუკასლში“, „ბეტისსა“ და „ტენერიფეში“ უთამაშია. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროა.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, ესპანურმა გამოცემებმა რამდენჯერმე დაწერეს, რომ თუ „ბარსელონა“ ხულიან ალვარესს ვერ შეიძენდა, მის ტრანსფერზე გადაერთვებოდა. მიქაუტაძეს „ვილიარეალთან“ კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს და მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შევიდა და გაიტანა | ვახტანგ სალიას გოლი ნიუკასლში (U21)
შევიდა და გაიტანა | ვახტანგ სალიას გოლი ნიუკასლში (U21)