„სოლიდური იყო, თუმცა...“ | This is Anfield-მა მამარდას პრესეზონი შეაფასა
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ პრესეზონი დაასრულა. ანდონი ირაოლას გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას 23 აგვისტოს გამართავს, მანამდე კი მერსისაიდულმა გამოცემამ, This is Anfield-მა პრესეზონში, „წითლების“ მოთამაშეების გამოსვლა შეაფასა.
გიორგი მამარდაშვილი — 6 ქულა
„გიორგი მამარდაშვილი სოლიდური იყო, თუმცა მჭიდრო სივრცეებში, პასების განაწილების მხრივ, კითხვის ნიშნები კვლავინდებურად ჩნდება. თუმცა, ურიგო არ იქნებოდა, მის თანაგუნდელებს ახსოვდეთ, რომ ის ცაციაა“.
ალისონ ბეკერი — 7 ქულა
„ალისონ ბეკერი ჩვეულ სტილში, საიმედო იყო. ფეხით თამაშის კუთხით, გასულ სეზონზე უკეთესად გამოიყურებოდა, რაც მიანიშნებს, რომ ბარძაყის უკანა კუნთის პრობლემები აღარ აწუხებს“.
ცნობისთვის, „ლივერპულის“ პირველი მეტოქე „ნიუკასლია“, რომელსაც სტუმრად დაუპირისპირდება. „წითლები“ „ენფილდზე“ პირველად 29 აგვისტოს ითამაშებენ და „ნოტინგემს“ შეხვდებიან.