გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

მეორე ქართველი ფეხბურთელი კადისში | გოჩოლეიშვილი შახტარს ტოვებს

„კადისის“ რიგებს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეუერთდება. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, AS ავრცელებს და წერს, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი იური ტაბატაძის თანაგუნდელი გახდება.

„კადისი“ გოჩოლეიშვილის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯშია. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ესპანური კლუბი ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს. AS-ის მიხედვით, 25 წლის მცველი კადისში იმყოფება და თუ ვითარება რადიკალურად არ შეიცვალა, „ყვითლებს“ შეუერთდება.

გოჩოლეიშვილი „შახტარის“ საკუთრებაა და გასულ სეზონში ბუნდესლიგაში, „ჰამბურგის“ რიგებში იასპარეზა. გერმანულმა კლუბმა მისი კონტრაქტი არ გამოისყიდა და 25 წლის ფეხბურთელი უკრაინაში დაბრუნდა. უკრაინულ პრესაში დაიწერა, რომ „შახტარის“ მთავარი მწვრთნელი, არდა თურანი მისთვის შანსის მიცემას აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.

აქვე გეტყვით, რომ გოჩოლეიშვილმა „ჰამბურგის“ მაისურით მონაწილეობა 31 შეხვედრაში მიიღო და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2 მილიონი ევროა. გიორგის „შახტართან“ კონტრაქტი 2029 წლის ბოლომდე აკავშირებს.

რაც შეეხება „კადისს“, „ყვითლები“ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში, ლა ლიგა 2-ში ასპარეზობენ. „კადისმა“ პირველი შეხვედრა „სელტას“ ბ გუნდის წინააღმდეგ გამართა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელზეა კვარაცხელია ESPN-ის რეიტინგში
მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელზეა კვარაცხელია ESPN-ის რეიტინგში