„უდიდესი პოტენციალი აქვს“ | საკალათბურთო მწვრთნელი Marca-ს საბა ფაჩულიაზე ესაუბრა
საკალათბურთო მწვრთნელი, ნიკოლა კუგა Marca-ს საბა ფაჩულიაზე ესაუბრა. საბამ „ბარსელონასთან“ გააფორმა კონტრაქტი და „ბლაუგრანას“ ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზებს, რის გამოც ესპანეთში მის მიმართ დიდი ინტერესია. Marca კუგას დაუკავშირდა, რომელიც საბასთან და მის ძმასთან მუშაობს.
„საბას სამუშაო ეთიკის, ცოდნის მიღებისკენ სწრაფვისა და განვითარებისა და პროგრესის მიღწევის მუდმივი სურვილის გამო, დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი ელოდება. საბა ფაჩულია საოცრად ნიჭიერია. ის თავმდაბალი კალათბურთელია, რომელსაც უდიდესი სურვილი აქვს, ყოველდღიურად განვითარდეს და წინ წავიდეს.
დამოკიდებულებისა და ეთიკის გამო, მასთან მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა. უინგსფენის, 207-დან 210 სანტიმეტრამდე სავარაუდო სიმაღლისა და გამორჩეული ტექნიკური დონის წყალობით, ის 2009 წელს დაბადებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია. მას უდიდესი პოტენციალი აქვს“.
ცნობისთვის, საბა 2009 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. 2026 წელს მან 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზა.