სიტუაცია შემაშფოთებელია - მუსიალამ გონება ჰაიდენჰაიმთან მატჩშიც დაკარგა
ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას და კითხვის ნიშნებს იწვევს.
„ლაიფციგთან“ მატჩში მოედანზე წაქცევიდან სამი დღის შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავი კვლავ შეუძლოდ გახდა და ამჯერად „ჰაიდენჰაიმთან“ ამხანაგურ შეხვედრაში დაეცა.
ინციდენტი მატჩის 66-ე წუთზე მოხდა. მუსიალა მინდორზე მხოლოდ 5 წუთის შესული იყო. მუსიალამ სიარულისას წონასწორობა დაკარგა, შემდეგ კი სხვა ფეხბურთელთან კონტაქტის გარეშე დაეცა. მოედანზე მაშინვე შევიდნენ მედიკოსები, ხოლო თანაგუნდელებმა მის გარშემო წრე შეკრეს.
Jamal Musiala has collapsed again today in the Bayern game coming in just 6minutes ago. My prayers to the kid. https://t.co/J1t9oJWwUG pic.twitter.com/YKHDm4aWwf
— xx_RhoNic (@de_rhonic) August 18, 2026
რამდენიმე წუთის შემდეგ ჯამალი დახმარებით წამოდგა. ის დაბნეული ჩანდა და მალევე კვლავ შეცვალეს, რის შემდეგაც ფეხბურთელი გასახდელში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა შეამოწმეს.
„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ინციდენტის შემდეგ განაცხადა:
„ამას გაიგებთ. ჯამალი უახლოეს მომავალში თავად ისაუბრებს ამაზე. ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით და ახლაც ვიცით... მუსიალა თავად გააკეთებს განცხადებას. ის გასახდელშია, იცვლის ტანსაცმელს და შხაპს იღებს.“
მომხდარი კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის გამო, რომ მუსიალას მსგავსი შემთხვევა, როგორც უკვე მოგახსენეთ, სამი დღის წინაც ჰქონდა. „ლაიფციგთან“ მატჩის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ გერმანელი მოედნაზე დაეცა და დაბნეულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ჯერჯერობით, ამ მომენტისთვის გერმანელი ვარსკვლავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სხვა ინფორმაცია უცნობია.