ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ჰაიდენჰაიმი ბაიერნთან დამარცხდა | ბუდუმ ცვლილებაზე ითამაშა

ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა მიუნხენის ბაიერნთან ამხანაგური მატჩი გამართა, 2:4 დამარცხდა.

მე-5 წუთზე 19 წლის იანიკ ვაგნერმა მასპინძლები დააწინაურა, 25-ე წუთზე ასევე 19 წლის პერუელმა ფელიპე ჩავესმა ანგარიში გაათანაბრა. 44-ე წუთზე იულიან ნიჰუესმა შეაგდო და ტაიმი ჰაიდენჰაიმმა მოიგო. მეორე ტაიმში გოლები არიონ იბრაჰიმოვიჩმა (პენ), ლუის დიასმა და ნატანიელ ბრაუნმა გაიტანეს.

ფრანკ შმიდტმა ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა, თამაშში 69-ე წუთზე ჩართო, როცა ანგარიში 2:2 იყო. ბაიერნი სრულად დომინირებდა და ქართველ ფორვარდს საგოლე მომენტი არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, გასული სეზონის მიწურულს, ბუნდესლიგის 32-ე ტურში ბუდუმ ბაიერნს ალიანც არენაზე დუბლი შეუსრულა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. 

მიმდინარე სეზონში ბუდუმ ბუნდესლიგა 2-ის ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, პირველ ტურში ოსნაბრიუკს შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები