რატი გრიგალავა
Aa
Aa

საგოლე პასი და გოლი | რატი გრიგალავას წარმატებული მატჩები ლიეტუვაში

ლიეტუვის საფეხბურთო ჩემპიონატს სუდუვა ლიდერობს, რომლის შემადგენლობაში ქართველი ცენტრალური მცველი რატი გრიგალავა თამაშობს. 20 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორ ტურში ორი საგოლე მოქმედება შეასრულა, ბანგასთან - საგოლე პასი, ჯიუგასთან - გოლი.

ლიეტუვის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ბოლო ორ ტურში რატი სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

26-ე ტურში სუდუვამ სტუმრად ბანგას სამი გოლი გაუტანა, მეორე გოლისას საგოლე პასი გრიგალავას აქტივშია, მესამე გოლისას კომბინაცია მისი გრძელი გადაცემით განვითარდა.

27-ე ტურში სუდუვამ სტუმრად ჯიუგასს მოუგო (0:2), პირველი გოლი მე-60 წუთზე რატი გრიგალავამ მარცხენა ფეხით შეაგდო.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ივნისში რატი ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად გამოიძახა, მოლდოვასთან ცვლილებაზე ათამაშა და რატიმ ამ მატჩში გოლი გაიტანა.

რატის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ახლა 21-წლამდე ნაკრების წევრია.

Transfermarkt-ის მონაცემებით,  მისი სიმაღლე 1,88 მეტრია, რატი ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. 

ტექნიკურია, კარგი პასი აქვს, მაღალია, საგოლე მოქმედებებით გამოირჩევა - საინტერესო კადრია არამარტო 21-წლამდე ნაკრებისთვის, არამედ პერსპექტივაში ეროვნული გუნდისთვის.

ლიეტუვის 2026 წლის ჩემპიონატის 17 მატჩში (698 წუთი) 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გია გრიგალავა რატის ბიძაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    55 მილიონი მიქაუტაძის სანაცვლოდ | მსურველი პრემიერ ლიგიდან და ვილიარეალის გეგმები
    55 მილიონი მიქაუტაძის სანაცვლოდ | მსურველი პრემიერ ლიგიდან და ვილიარეალის გეგმები