ლევან ყენია
Aa
Aa

ქემოკლიძის და სხირტლაძის გოლები | ლოკომ ვენის რაპიდს მოუგო (U19)

ავსტრიულ შეკრებაზე თბილისის ლოკომოტივის 19-წლამდე გუნდმა ვენის რაპიდის შესაბამის ასაკობრივ გუნდს 2:1 მოუგო. გოლები ნიკოლოზ ქემოკლიძისა და ლუკა სხირტლაძის ანგარიშზეა.

მიმდინარე შეკრების ფარგლებში ლოკომ პირველი მატჩი სლოვენიურ ნაფტა ლენდავასთან გამართა და ერთიბურთიანი სხვაობით, 3:2 დამარცხდა. ლოკოს მხრიდან გოლები მელაშვილმა და ფეიქრიშვილმა გაიტანეს. მეორე შეხვედრა ლევან ყენიას გაწვრთნილმა გუნდმა უნგრულ ზალაეგერსეგს დავით მელაშვილის დუბლით 2:0 მოუგო.

მიმდინარე ავსტრიულ შეკრებაზე ლოკო ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს: გრაცის შტურმთან (20 აგვისტო) და რედ ბულ ზალცბურგთან (22 აგვისტო).

ლოკომოტივის 19-წლამდე გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე შემდეგ ფეხბურელებთან ერთად იმყოფება: საბა ასანიძე, ალექსანდრე სადუნიშვილი, ზურაბ საცერაძე, ლუკა ჩაბრაძე, ალექსანდრე გეგაძე, გიორგი ნონეშვილი, საბა ხაჩიძე, ამირან მესხიშვილი, დემეტრე სვანიძე, ანდრია ვიბლიანი, ანდრია ქობულიძე, რეზი ვარდია, ნიკოლოზ ბერულავა, დავით მანწკავა, დათო მელაშვილი, ნიკოლოზ ქემოკლიძე, გურამი ავსაჯანიშვილი, გიგა კანჭაშვილი, რეზი კირვალიძე, ნოდარ დიხამინჯია, ნიკოლოზ ფეიქრიშვილი, ლუკა სხირტლაძე, ალექსანდრე ფელანგია, ერეკლე ძერყორაშვილი

შეგახსენებთ, საქართველოს 19-წლამდე ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ ლოკო 31 ქულით პირველზეა, დინამო თბილისის აკადემია 27 ქულით მეორეა, იბერიას აქტივში 26 ქულაა. ლოკოს ხელმძღვანელებისთვის აკადემიის ეს ასაკობრივი ჯგუფი განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან ჩემპიონატის გამარჯვებული UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოკოს (U19) გამარჯვება მელაშვილის დუბლით | ყენია გუნდს ჩემპიონობისთვის ამზადებს
ლოკოს (U19) გამარჯვება მელაშვილის დუბლით | ყენია გუნდს ჩემპიონობისთვის ამზადებს