გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

55 მილიონი მიქაუტაძის სანაცვლოდ | მსურველი პრემიერ ლიგიდან და ვილიარეალის გეგმები

გიორგი მიქაუტაძის მომავალზე უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება. „ვილიარეალის“ ქართველ ფეხბურთელს „ბარსელონასა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებდნენ, ახლახან კი მესამე ვარიანტი გაჟღერდა. Fichajes-ის მიხედვით, მიქაუტაძით „ნიუკასლი“ ინტერესდება.

„კაჭკაჭები“ შეტევის გაძლიერებას აპირებენ და მზად არიან, 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადონ. „ვილიარეალი“ მიქაუტაძის გაშვებას არ აპირებს და თავის დაზღვევის მიზნით, მისი ფასი 60 მილიონიდან 75 მილიონამდე გაზარდა.

ამ ინფორმაციას ბრიტანელი ჟურნალისტი, პოლ ოკიფიც ადასტურებს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ „ტოტენჰემის“ ერთ-ერთი სამიზნე სწორედ გიორგი გახლავთ. ოკიფის თქმით, მას „ვილიარეალთან“ დაახლოებულმა წყარომ შეატყობინა, რომ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს.

ცნობისთვის, ახლახან „ვილიარეალის“ საფეხბურთო დირექტორმა, მიგელ ანხელ ტენამ განაცხადა, რომ კლუბს ოფიციალური წინადადება არ მიუღია. გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაგუას გოლი და ასისტი - ქართველი შემტევი კარგ ფორმაშია
გაგუას გოლი და ასისტი - ქართველი შემტევი კარგ ფორმაშია