გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი და სევილია | A Bola ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა, A Bola ვარაუდობს, რომ „სევილია“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერის თაობაზე ამ კვირაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს. ანდალუსიურ კლუბს „სპორტინგთან“ მოლაპარაკებები აქვს და ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია.

A Bola-ს მიხედვით, „სევილიამ“ ქოჩორაშვილის ტრანსფერის დახურვა ნომერ პირველ პრიორიტეტად დაისახა. „სპორტინგს“ გიორგის გაყიდვა სურს და მასში გადახდილი 5.5 მილიონი ევროს ამოღებაზეა ორიენტირებული. მთავარი პრობლემა სწორედ ესაა, თუმცა პორტუგალიური გამოცემის ცნობით, მხარეებს სჯერათ, რომ ამ დაბრკოლებას გადალახავენ.

A Bola-ს ინფორმაციით, „სევილიას“ მთავარი მწვრთნელი, ლუის გარსია ქოჩორაშვილს „ჯენოაში“ გაყიდული ჯიბრილ სოუს იდეალურ შემცვლელად მოიაზრებს. ესპანეთში გადასვლა გიორგისაც სურს, მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს კი „ხეტაფე“ და „დეპორტივოც“ აკვირდებიან.

ცნობისთვის, პორტუგალიის ჩემპიონატი დაწყებულია და „სპორტინგმა“ ორი შეხვედრა გამართა. ქოჩორაშვილი განაცხადში არცერთ თამაშში ყოფილა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ადგილსამყოფელს გამოიცვლის. ქართველ ფეხბურთელს „ლომებთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალური სხვაობის შექმნა გაუჭირდა... ვერ გაიბრწყინა...“ - ფრანგული მედიის შეფასება
„რეალური სხვაობის შექმნა გაუჭირდა... ვერ გაიბრწყინა...“ - ფრანგული მედიის შეფასება