ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ორი წითელი და ლანსის შურისძიება - პსჟ სუპერთასის ფინალში დამარცხდა

საფრანგეთის სუპერთასის მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ლანსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხა.

შეხვედრა „ლანსის“ სტადიონზე გაიმართა და შესაბამისად, პსჟ-ს მეტოქეს გულშემატკივრებისგან აქტიური მხარდაჭერა ჰქონდა, რამაც პარიზელთა მარცხში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„ლანსმა“ გოლი 32-ე წუთზე გაიტანა. თავი ტოუვინმა გამოიჩინა და თავის გუნდს ტიტულის მოგებაში დაეხმარა. საგულისხმოა, რომ 39-ე წუთიდან პარიზელები რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდნენ. მთვარმა მსაჯმა უხეშობის გამო მოედნიდან ანტონიო გააძევა, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდმა ამ უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხა. 87-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო ნუნუ მენდეშმაც, რომელმაც მეტოქეს სახეში იდაყვი ჩაარტყა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა შემტევმა მოედანზე 70 წუთი გაატარა. ქართველ შემტევს გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, თუმცა რეალური მომენტი არ ჰქონია. ხვიჩას სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 63 შეხება, 48-დან 41 ზუსტი პასი, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, კარისკენ 4 დარტყმა - 2 ზუსტი, 1 არაზუსტი, 1 დაიბლოკა. ბურთის ოთხჯერ დაბრუნება, 6-დან 1 მოგებული პოზიციური ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 6.6 ქულა.

ხვიჩას მომენტები:

პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონს 23 მარტიდან დაიწყებს. ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე „რენი“ იქნება. მატჩი 23 აგვისტოს პარიზში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი და ასისტი - კვერნაძემ იტალიის თასზე გაიბრწყინა
დუბლი და ასისტი - კვერნაძემ იტალიის თასზე გაიბრწყინა