იბერია პოლონეთში ჩარტერული რეისით გაემგზავრა | წინ იაგიელონიასთან მატჩია
ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ სტუმრად პოლონურ „იაგიელონიას“ დაუპირისპირდება. თბილისური კლუბი პოლონეთში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, რაც პოზიტიური ფაქტია, რადგან ტრანზიტული ფრენა გაცილებით დამღლელია.
ხვალ, 19 აგვისტოს გაიმართება პრესკონფერენცია, შემდეგ ვარჯიში და ზეგ, 20 აგვისტოს, ბიალისტოკის ჩორტერნ არენაზე გუნდები პირველად ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა მიხეილ მესხზე ზუსტად ერთ კვირაში, 27 აგვისტოს გაიმართება, მატჩის დაწყების დრო იდენტურია - 20:00 საათი.
მატჩს 40 წლის ესპანელი არბიტრი რიკარდო ბურგოსი გაუძღვება, რომელიც ლა ლიგის მატჩებს 2015 წლიდან მსაჯობს.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იაგიელონიამ'' გლაზგოს „რეინჯერსი'' გამოთიშა (2:1, 1:1), „იბერიამ'' კი ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი „ლარნი'' (0:0, 2:1). „ლარნის'' ძლევით ისტორიაში პირველად „იბერიამ'' ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. თუ პოლონურ გუნდს დაამარცხებს, ევროპა ლიგაზე ითამაშებს, მარცხის შემთხვევაში - კონფერენს ლიგაზე.