ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„მეგობრის გარდაცვალება მიზეზად გამოიყენა“ | ცარუკიანმა ოლივეირაზე ისაუბრა

არმან ცარუკიანმა არიელ ჰელვანის ინტერვიუ მისცა და ჩარლზ ოლივეირაზე ისაუბრა. ცარუკიანის მომდევნო მეტოქე „დუ ბრონქსი“ უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლო მეგობრის, ალან ნასიმენტოს (MMA-ის მებრძოლი, ძილში გულის შეტევით გარდაიცვალა) გარდაცვალების გამო, ოქტაგონში შესვლაზე უარი განაცხადა.

„ჩარლზ ოლივეირასთან უნდა მეჩხუბა. ჩვენი ორთაბრძოლა თანამთავარი მოვლენა, 5-რაუნდიანი დაპირისპირება უნდა ყოფილიყო. მოსამზადებელი კემპი დავიწყე და ორი კვირის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემთვის ახალი მეტოქე ჰყავდათ — მაურისიო რუფი, რასაც დავთანხმდი. არ მინდოდა, ოლივეირას დავლოდებოდი, რადგან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და დიდი ხანია, არ მიჩხუბია.

მითხრეს თუ არა მიზეზი, რის გამოც მეტოქე შემეცვალა? იმიტომ, რომ ჩარლზის მეგობარი გარდაიცვალა და მას ვარჯიში აღარ შეეძლო. თუმცა, იცით, რა არ მესმის? სამი თუ ოთხი დღის შემდეგ სტრიმები გაუშვა და მოსამზადებელ კემპს დაუბრუნდა. ალბათ, დიეგო ლოპესთან ჩხუბი შესთავაზეს...

შეიძლება, მან უბრალოდ მიზეზი იპოვა. ყველა ადამიანი განსხვავებულია და საყვარელი ადამიანის დაკარგვა ძალიან მძიმეა, თუმცა შეეძლო, დავემარცხებინე და გამარჯვება მისთვის მიეძღვნა. რა თქმა უნდა, ჩემსა და დიეგო ლოპესს შორის ჩარლზი დიეგოს აირჩევდა. როგორც გავიგე, მისი მომდევნო მეტოქე სწორედ ლოპესია და ისინი BMF-ისთვის იჩხუბებენ“.

ცნობისთვის, ცარუკიანის მომდევნო მეტოქე მაურისიო რუფია, რომელთანაც თბილისის დროით, 20 სექტემბერს იჩხუბებს. ჰელვანისთან ინტერვიუში არმანმა ისიც თქვა, რომ მეტსახელი შეიცვალა და „ახალქალაქელის“ ნაცვლად, შეგვიძლია, „ბეტმენი“ დავუძახოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პიოტრი 10-დან 10-ჯერ მოუგებს“ | გუსკოვი მერაბისა და იანის ტრილოგიაზე
„პიოტრი 10-დან 10-ჯერ მოუგებს“ | გუსკოვი მერაბისა და იანის ტრილოგიაზე