„პიოტრი 10-დან 10-ჯერ მოუგებს“ | გუსკოვი მერაბისა და იანის ტრილოგიაზე
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბოგდან გუსკოვმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებაზე ისაუბრა. გუსკოვს ჰკითხეს, იდეალურ კონდიციებში მყოფმა იანმა და დვალიშვილმა 10-ჯერ რომ იჩხუბონ, ვინ რამდენჯერ გაიმარჯვებს.
„მიკერძოებული ვიქნები და ვიტყვი, რომ ათივე ბრძოლას პიოტრი მოიგებს. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. მისი ჩხუბები და აგრესიული სტილი ძალიან მომწონს. მომწონს, ორთაბრძოლები როგორც მიჰყავს. ოქტაგონში კარგ შოუს დგამს და მისი დიდი ფანი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ იანისა და დვალიშვილის მესამე დაპირისპირება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, 24 ოქტომბერს გაიმართება. მათი ორთაბრძოლა UFC 333-ის თანამთავარი მოვლენაა, მთავარ მოვლენაში კი ერთმანეთს ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მოვსარ ევლოევი დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება გუსკოვს, მას კარიერაში 23 ორთაბრძოლა აქვს გამართული — 18 მოგება, 4 წაგება, 1 ფრე. ბოლოს უზბეკმა მებრძოლმა მაგომედ ანკალაევთან იჩხუბა და მეხუთე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.