WU19 | დამაჯერებელი გამარჯვება, საქართველომ სომხეთი გაანადგურა
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის 19-წლამდე ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა მოწინააღმდეგე უშანსოდ 4:0 დაამარცხა. ჩვენი გოგოები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.
ანგარიში მე-9 წუთზე ნინო ჩხეტიანმა გახსნა, რასაც მე-17 წუთზე თეკლა ბერიძემ უპასუხა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
სიტუაცია არც მეორე ნახევარში შეცვლილა. თამაშს ძირითადად ქართველი გოგონები აკონტროლებდნენ. 48-ე წუთზე თავი ანასტასია ბუჩუკურმა გამოიჩინა, ხოლო მატჩში საბოლოო შედეგი 54-ე წუთზე ელენე ბოლქვაძემ დასვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სომხეთთან მეორე ამხანაგურ მატჩსაც გამართავს. აღნიშნული შეხვედრა 21 აგვისტოთი თარიღდება.