ზურაბ ხიზანიშვილი, საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

19 წლამდე ნაკრები - ფრე ამხანაგურ მატჩში ლატვიასთან

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, 2 ოქტომბერს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ლატვიის ასაკობრივ გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ - 2:2 დასრულდა.

ჩვენი გუნდიდან ანგარიში მე-9 წუთზე, წყალტუბოს „სამგურალის“ მცველმა - მათე შათირიშვილმა გახსნა, ხოლო 21-ზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით „ატლეტიკო ოსასუნას“ ნახევარმცველმა - ნიკოლოზ ბარიხაშვილ-შეყლაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოოდ ლატვიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და მატჩი - 2:2 დასრულდა, მომდევნო შეხვედრას გუნდები იგივე სტადიონზე 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე ჩაატარებენ.

ზურაბ ხიზანიშვილს გუნდი, მოახლოებული შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება. შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები B ლიგაში განაგრძობს ასპარეზობას, სადაც ჩვენი გუნდი - ბოსნია და ჰერცეგოვინას, დანიას და სან მარინოს დაუპირისპირდება.

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი), საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი), მათე ჭელიძე (დინამო თბილისი).

მცველები: საბა მარსაგიშვილი (იბერია 1999), შოთიკო დიაკონიძე (დინამო თბილისი), მათე შათირიშვილი (სამგურალი), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე გეწაძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ჩაბრაძე (ლოკომოტივი თბილისი), ერეკლე ძერყორაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ ბენდელიანი (დინამო თბილისი).

ნახევარდაცვა: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), საბა ჩხეტიანი (ტყიბულის მეშახტე), ნიკოლოზ ბარიხაშვილ-შეყლაშვილი (ატლეტიკო ოსასუნა), გიორგი კობახიძე (დილა გორი), ნიკოლაზ ადუაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია კვირიკაძე (პარიზი, საფრანგეთი), ლუკა გურჩიანი (გაგრა).

თავდასხმა: გიორგი ქურდოვანიძე (დინამო თბილისი), დათო მელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი).

შესარჩევი - B ლიგა | B2 ჯგუფი

11 ნოემბერი - დანია V საქართველო | ენციო კონტი, დოგანა - სან მარინო
14 ნოემბერი - ბოსნია-ჰერცეგოვინა V საქართველო | ენციო კონტი, დოგანა - სან მარინო
17 ნოემბერი - სან მარინო V საქართველო | ენციო კონტი, დოგანა - სან მარინო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია