WU17 | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ორჯერ დაამარცხა
Aa
Aa

WU17 | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ორჯერ დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სექტემბრის შეკრება დაასრულა. შეკრების ფარგლებში ტატა მატვეევას გუნდმა ბაქოში აზერბაიჯანის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე შეხვედრაში გაიმარჯვა.

პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა თეკლა ბერიძის მიერ გატანილი გოლით, 1:0 მოიგო. მეორე შეხვედრაში კი ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავი თამარ მარუაშვილმა, ანი დავითულიანმა, ლიზი ბახტაძემ და მარიამ დარჩიაშვილმა გამოიჩინეს.

აზერბაიჯანთან გამართული ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო.

ჩვენი გუნდი, საკვალიფიკაციო ეტაპზე, B ლიგის მეოთხე ჯგუფში იასპარეზებს. ნაკრების მეტოქეები უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია და ლუქსემბურგი იქნებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები