გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
18 და 21 აგვისტოს, ჩვენი გუნდი ერევანში სომხეთის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.
19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლავრენტი დავითაშვილმა, სომხეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია ფხაკაძე (ნორჩები), ნინო მეტრეველი (დ10 აკადემია)
დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), ლოლიტა კალოიანი (ნიკე-ლუსო), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო დანელია (კოლხეთი, ხობი), მარიამ ჯოჯუა (რუსთავი)
ნახევარდაცვა: თამარ ალანია (კოლხეთი, ხობი), ანი დავითულიანი (ვერე), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ნინიკო ჩხეტიანი (კვარტალი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), ანა-თამარა ბოლოთაშვილი (ლევანტე, ბადალონა), ნინო გობაძე (თეთრიწყარო), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), მაკა ფცქიალაძე (რუსთავი), ელენე მურადაშვილი (გორი იუნაიტედი)
თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სესილი გაბრელიანი (ვერე), ანანო მიქაბერიძე (კვარტალი)
წყარო - Nakrebi.ge