ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
Aa
Aa

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა

ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრები გუნდების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეოთხე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია და ლუქსემბურგი იქნებიან. მატჩები 25 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში გაიმართება.

B ლიგის მეორე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც ირლანდიას, ბულგარეთს და სომხეთს შეხვდება. 7-13 ოქტომბერს, აღნიშნულ ჯგუფის მატჩებს ბულგარეთი უმასპინძლებს.

მატჩები შემოდგომაზე გაიმართება და A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები