„დალი 2025“ - ქალთა ფეხბურთში წლის საუკეთესოები გამოვლინდნენ
Aa
Aa

„დალი 2025“ - ქალთა ფეხბურთში წლის საუკეთესოები გამოვლინდნენ

2025 წლის ბოლოს, სპორტული ვებ-პორტალის TSFF.Ge ( ინიციატივით) პირველად ჩატარდა სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო, 2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელების გამოვლენა. გამოკითხვაში, საერთო ჯამში 20 სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა

დღეს კი აღნიშნული დაჯილდოვება სახელად „დალი“ თბილისის მერიის ჩართულობით, სპორტ კაფე „მარაკანაში“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, არაერთი ნომინაცია ვიხილეთ:

2025 წლის საუკეთესო ქალი მსაჯი - ვიკა სახურია
საუკეთესო ქალი მენეჯერი - ნინო პასიკაშვილი
ერთი კლუბის ერთგული - თათია შაინიძე

ქალთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ქალთა ეროვნული ნაკრების უცვლელი ექიმი გია ღვალაძე.

მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია ,,ესთას’’ პრეზიდენტმა ქალბატონმა ევა ბაბალაშვილმა საქართველოს ქალთა ნაკრებს ირის ანტმანს, ქალთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა.

2025 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გაგა კირკიტაძე(ნიკე-ლუსო)
გულშემატკივართა რჩეულები - ლიზი მწყერაშვილი, გვანცა ქადაგიშვილი, მაიკო ბებია.
საუკეთესო ლეგიონერი - ჩისომ სოფია ონიუვენი
ქალთა ლიგა 2-ის ბომბარდირი - ლიზი კაკულია(105 გოლი)
ქალთა ლიგის ბომბარდირი - კესო მეტონიძე(56 გოლი)

საუკეთესო მეკარე - თათია გაბუნია
საუკეთესო მცველი - სალომე გასვიანი
საუკეთესო ნახევარმცველი - ნათია დანელია
საუკეთესო თავდამსხმელები - ნინო ბუხრიკიძე, თეონა ბაქრაძე

2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ნინო ბუხრიკიძე

2025 წლის ქალთა სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე - სვეტლანა გაბელაია

მცველები - მარიამ კალანდაძე, თამარ ტატუაშვილი, სალომე გასვიანი, ნინო ჩხარტიშვილი

ნახევარმცველები - ნათია დანელია, ნინო პასიკაშვილი, თინათინ ამბალია, ირინა ხაბურზანია

თავდამსხმელები: ნინო ბუხრიკიძე, თეონა ბაქრაძე

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები