„ქოჩორაშვილის მსგავსი მოთამაშე გვაკლდა“ - სევილიას მწვრთნელი მატჩის შემდეგ
ლა ლიგის მე-5 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ” „ვალენსიას” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
საგოლე გადაცემის ავტორი ქოჩორაშვილი გახდა, რომელიც მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა და თავისი გუნდის თამაშში გარდამტეხი როლი შეასრულა.
მატჩის შემდეგ, ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსიამ ძირითადად ტაქტიკაზე ისაუბრა და რამდენიმე ფეხბურთელის როლს გაუსვა ხაზი, მათ შორის ქოჩორაშვილიც ახსენა.
„საბოლოო ჯამში, როდესაც შემადგენლობა დაკომპლექტდა, სამი ვარიანტი გვაქვს: ვითამაშოთ 4-3-3 ან 4-4-2 სქემით. წინა დღეს ჩვენ 4-3-3 ავირჩიეთ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს გვაწყობდა და ეს არ არის იგივე, რაც ადრე. არ ვფიქრობ, რომ სევილია ყოველთვის ორი თავდამსხმელით ან სამი ნახევარმცველით ითამაშებს. როტაცია იქნება.
იუსუფ ფოფანა მატჩის მსვლელობისას ცოტათი დაიღალა და მეტოქე მეტ პრობლემას გვიქმნიდა. სწორედ ამიტომ ცვლილებებს მივმართე. ჩვენ ავირჩევთ და ვიმეორებ, ხშირად გვიხილავთ 4-3-3 სისტემაში და ხშირად 4-2-3-შიც. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენს ხელშია ნახევარდაცვა, რომელიც შეიძლება დაკომპლექტდეს ლუსიენ აგუმეთი, იუსუფ ფოფანათი და გიორგი ქოჩორაშვილით, რომლებსაც ასევე დაემატება ჯონ გურიდიც. ვფიქრობ, ჩვენთვის სავსებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი ფორვარდით თამაში. ასე რომ, ეს მატჩზე და ჩვენს შეგრძნებებზეა დამოკიდებული, ვეცდებით სწორი არჩევანი გავაკეთოთ. კარგი ის არის, რომ, მაგალითად, ორი თავდამსხმელით დავიწყეთ და შემდეგ, როცა გოლები გავიტანეთ, 4-2-3-ზე გადავედით. ეს სისტემების მრავალფეროვნების საშუალებას გვაძლევს. ალფონ გონსალესი ძირითადშიც კი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი შევცვალეთ. ასე რომ, ძალიან კარგია რაც მოხდა.
ისევ ნახერვარდაცვის თემას უნდა დავუბრუნდე. იუსუფ ფოფანას, მას დიდი ხანია არ უთამაშია. ის კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომლის შეცვლაც შეიძლება დაგვჭირდეს, რადგან პირველი თებერვლის შემდეგ სრული 90 წუთი არ უთამაშია. მაგრამ, ის უმაღლესი კლასის მოთამაშეა, ფეხბურთელი, რომელიც ვფიქრობ, მოგვცემს იმ დამატებით მუხტს, რაც გვაკლდა: დრიბლინგებს, საჯარიმოდან საჯარიმომდე მოძრაობას, შეტევაში ჩართვებსა და უდიდეს გამძლეობას. ასევე ჩვენ გვაკლდა მოთამაშეები, როგორებიც არიან გიორგი ქოჩორაშვილი და ჯონ გურიდი, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ და თავიანთ მოვალეობებს კარგად ასრულებენ”.
- განაცხადა გარსიამ.
ამ გამარჯვების შემდეგ, „სევილია” 10 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა ტურის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით ცხრილში ცოტათი ქვემოთ ჩამოიწევს.
სანაკრებო პაუზამდე „სევილიას” ლა ლიგის ორი ტური ელის. 16 სექტემბერს „დალაქები” „დეპორტივოს” (21:00) უმასპინძლებენ, 19 სექტემბერს კი „კამპ ნოუზე” „ბარსელონას” (23:00) დაუპირისპირდებიან.