ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

„ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი და საოცარი ფეხბურთელია“ | დემბელემ კვარაცხელია შეაქო

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა, უსმან დემბელემ, ფაბიან რუისმა და ხვიჩა კვარაცხელიამ The Athletic-ს ინტერვიუ მისცეს. მათ ცნობილი გამოცემის შეკითხვებს უპასუხეს და დემბელემ „კვარაზეც“ ისაუბრა.

„კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელი, ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. შარშან საოცარი სეზონი ჰქონდა და ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მას გუნდში ბევრი მეტსახელი აქვს — The Best-ს („საუკეთესო“) ან „კვარადონას“ ვეძახით.

ჩემი აზრით,  „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით კვარაცხელიას საუკეთესო გოლი „ასტონ ვილასთან“ გატანილი ბურთია. საოცრებაა, მცველებს როგორ იშორებს! „ჩელსისთან“ გოლიც უნდა გამოვარჩიოთ... ან „ჩელსისთან“ გატანილია საუკეთესო, ან — „ასტონ ვილასთან“. მან ბევრი მაგარი გოლი გაიტანა და მათი უმრავლესობა ჩემპიონთა ლიგაზე შეაგდო“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია, დემბელე და რუისი „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის არიან მოხვედრილი. პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებულის ვინაობა ოქტომბერში გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონიალი 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსვ-ში, აიაქსსა და ფეიენოორდში თამაში შეუძლია“ | ნიდერლანდებში ეგოიანზე ისაუბრეს
„პსვ-ში, აიაქსსა და ფეიენოორდში თამაში შეუძლია“ | ნიდერლანდებში ეგოიანზე ისაუბრეს