ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

„პსვ-ში, აიაქსსა და ფეიენოორდში თამაში შეუძლია“ | ნიდერლანდებში ეგოიანზე ისაუბრეს

„ექსელსიორის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ირაკლი ეგოიანმა ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. 22 წლის ნახევარმცველმა 5 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ეგოიანის „ექსელსიორს“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს.

ქართველი ფეხბურთელის კარგი თამაში ნიდერლანდურ პრესას უყურადღებოდ არ რჩება. მასზე ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა, მარიო ბეენმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ერედივიზიეს საუკეთესო გუნდებში თამაში შეუძლია.

„ირაკლი ეგოიანს „აიაქსში“, „პსვ-სა“ და „ფეიენოორდში“ თამაშის პოტენციალი აქვს. „ფეიენოორდის“ ადგილას რომ ვიყო, კი იცით, რასაც ვიზამდი“, — აღნიშნა ბეენმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეგოიანის ტრანსფერი „ექსელსიორს“ დიდ ფულს მოუტანს.

ცნობისთვის, ეგოიანს „ექსელსიორთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება 1.8 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დამცირება ან ეროვნების გამო შეურაცხყოფა არ მიფიქრია“ | კაველიუსის პასუხი ჯაფარიძეს
„მისი დამცირება ან ეროვნების გამო შეურაცხყოფა არ მიფიქრია“ | კაველიუსის პასუხი ჯაფარიძეს